2012 წლის 12-13 ივლისს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი "სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები და ქართულ-ჩერქეზული ეკოკულტურული გარემო". პროექტის ხელმძღვანელი თსუ კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი მერაბ ჩუხუაა.  იხ. პროგრამა>>>

 

 

 

 

 

კავკასიოლოგიის საბაკალავრო პროგრამების პრეზენტაცია >>>

არნოლდ  ჩიქობავას საკითხავები XXII: 7–8 მაისს, ქალაქ სენაკში ჩატარდა არნოლდ ჩიქობავასადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია ,,არნოლდ ჩიქობავას საკითხავები“. სესია, არნოლდ ჩიქოვაბას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის  ორგანიზებით  ოცდამეორედ ჩატარდა. კონფერენციაში  მონაწილეობა მიიღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის  ინსტიტუტის პროფესორებმა და დოქრორანტებმა.

4–5 მაისს თბილისში ჩატარდა კონფერენცია, ,,ქართულ–დაღესტნური ურთიერთობები". კონფერენციაში მონაწილეობდნენ, თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტის პროფესორ–მასწავლებლები.
18 მაისს, 15 საათზე კავკასიოლოგიის ინსტიტუტში დოქტორანტი ევგენია ქურთიშვილი, სტუდენტთა და დოქტორანტთა მუდმივმოქმედ სემინარზე წაიკითხავს მოხსენებას: ,,სივრცითი დამოკიდებულების ასახვა კუბაჩურში"